Friday, October 31, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს ავტვირთე ჩემი პორტფოლიო. გავაკეთე სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.
 დღეს არის  ტრენინგის ბოლო დღე. ჩემთვის ტრენინგი იყო საინტერესო , შედეგიანი.
მადლობა ხათუნა რუსიეშვილს და ინტელის სასწავლო კურსის ორგანიზატორებს.
მომავალ შეხვედრამდე.


სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Wednesday, October 29, 2014

ტრენინგის მერვე დღე

დღევანდელი ტრენინგის თემა იყო ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.
განვიხილეთ როგორ შევქმნათ გარემო პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისათვის.
ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სასწავლო პროცესის ხელშეწყობია და სწავლის შეფასების მიზნით.
ვისაუბრეთ ფასილიტაციის რესურსებზე.
გადავხედე ჩემს ნამუშევრებს.

Monday, October 27, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს ვიმსჯელეთ,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტიანად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლების შეფასების მიზნით.
ვიმსჯელეთ, თუ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას. დავგეგმეთ შეფასებები.
ვისაუბრეთ სწავლის პროცესის დიფერენცირებაზე-განსხვავებული საჭიროებების მქონე  მოსწავლეებისთვის და მათი დონის შესაბამისი გეზის მიცემისთვის.

Friday, October 24, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

ავტვირთეთ სტუდენტების მიერ შექმნილი ბროშურა .
განვიხილეთ შეფასების სისტემები.
შევქმენით შეფასების რუბრიკა და თვითშეფასების სქემა

სტუდენტების მიერ მომზადებული ბროშურა

სტუდენტების მიერ მომზადებული ბროშურა (იხილეთ ბმული).

Wednesday, October 22, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს ავტვირთე სასწავლო პროექტის პრეზენტაცია და მოსწავლის სავარაუდო   ნაშრომი ჩემს ბლოგზე.
მოვინახულე ჩემი ნიჭიერი გოგონების ნამუშევრები. ძალიან ვიხალისე. ასევე ვისაუბრეთ საავტორო უფლებების შესახებ.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

Friday, October 17, 2014

ტრენინგის მე-3 დღე

ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე.
გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას.პროექტზე სტანდარტის მორგებას,
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების ფორმულირებას.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ეს ყველაფერი კარგად დამილაგდეს გონებაში .
ორშაბათამდე......

Wednesday, October 15, 2014

ტრენინგის მე-2 დღე

ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე. ვისწავლეთ გამოცემის ტიპები-ბუკლეტის და გაზეთის ვარიანტები. დავიწყეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციის მომზადება.
ვფიქრობ,რომ იყო შედეგიანი დღე.გმადლობთ.

Monday, October 13, 2014

ტრენინგის პირველი დღე

დღეს შევქმენით ბლოგი ინტელის სასწავლო კურსისთვის. ვისწავლეთ ინფორმაციის გადატანა პერსონალურ ბლოგზე,ვაქვეყნებთ რეფლექსიას